freelancers.ge – ფრილანსერების სადისკუსიო ფორუმი

Posted 28 Oct 2010
www-geo.com

Freelancers.ge - disscusion forum for freelancers

წარმოგიდგენთ ფრილანსერების სადისკუსიო ფორუმს freelancers.ge – ს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

მისი საშუალებით ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ მათთვის სასურველი შეკვეთები, ხოლო დამკვეთებს – სასურველი ფრილანსერი.

ამგვარად, თუ თქვენ გაქვთ შესასრულებელი რაიმე პროექტი, მაგ. დასამზადებელი გაქვთ ლოგოტიპი, ვებ-საიტი, კალენდარი, სავიზიტო ბარათი… გჭირდებათ ტექსტის თარგმნა ან სულაც ახალი სტატიების დაწერა… გსურთ ფოტოგადაღება, საიტების განახლება და საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზაცია, შეგიძლიათ ეს ყველაფერი განათავსოთ ფორუმზე.

ქვემოთ ჩამოთვლლია 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა განათავსოთ პროექტი აღნიშნულ ფორუმზე:

    1. ფრილანსერების ფორუმი თავისთავად ფრილანსერების თავშეყრის ადგილია. აქ დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა სპეციალობის შემსრულებლები, რომლებიც ეძებენ შეკვეთებს. ამგვარად, თქვენი განცხადება გახსნისთანავე მიიქცევს თემატურად დაინტერესებული ფრილანსერების ყურადღებას.

    2. თქვენ შეგიძლიათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი პროექტის პირობები, როგორიცაა: ბიუჯეტი, ინფორმაცია, სამუშაოს ტიპი და ა.შ. რაც ნაკლებად იწვევს ფრილანსერებში პროექტის გარშემო სხვადასხვა კითხვის დაბადებას.

    3. უმეტეს შემთხვევაში, ფრილანსერებთან გაცილებით იაფი და ადვილია ამათუიმ პროექტის შესრულება.

    4. განცხადებებს დროულად ეხმაურებიან დაინტერესებული ფრილანსერები, რაც დროის მოგების საშუალებას იძლევა.

    5. რეგისტრაცია და განცხადების დამატება სრულიად უფასო და მარტივია.

როგორ დავიწყოთ…

იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში და გამოეხმაუროთ შეკვეთებზე, საჭიროა რეგისტრირებული იყოთ ფორუმზე. რეგისტრაციისთვის საჭიროა ეთანხმებოდეთ ფორუმის წესებსა და პირობებს.

რეგისტრაციის შემდეგ, ელ. ფოსტაზე მოგივათ ანგარიშის გააქტიურების ინსტრუქცია. მიჰყევით წერილში მოცემულ ბმულს და დაასრულეთ ანგარიშის რეგისტრაცია.

ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ შეკვეთებზე, გახსნათ თემები, მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში და ამათუიმ ნამუშევრების განხილვაში.

ცოტა რამ ფრილანსის შესახებ…

ფრილანსი (ინგ. სიტყვა “freelance” – თავისუფალი მომუშავე) – მუშაობა კონტრაქტის გარეშე. ითვალისწინებს შეკვეთების ძიებას გლობალური ქსელით, მათ შესრულებას და ანაზღაურების მიღებას.

ფრილანსის დაფუძნება უკავშირდება ორ ამერიკელს – ჯეკ ნილესსა და ფრენკ სკიფს. პირველმა მოიგონა ტერმინი “telecommuting” და ჩაატარა პირველი ექსპერიმენტები ფრილანსის სფეროში, მეორემ – მოიგონა ტერმინი “flexiplace” და ისიც შევიდა ფრილანსის ისტორიაში. თუმცა ფრილანსის დამაარსებელნი იყვნენ ბეევრნი. მათ შორის არიან ჯილ გორდონი და დევიდ ფლემინგი. 1972 წელს ჯეკ ნილესმა მოიგონა მუშაობის ახალი სტილი – ფრილანსი. იდეა იყო მარტივი: არ იყო აუცილებელი შემსრულებლის ოფისში მიწვევა. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის კავშირი შეიძლებოდა დამყარებულიყო კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით, (ინტერნეტი მაშინ არ იყო) მაგ. ტელეფონით.

1979 წელს ჯეკ ნილესის შრომებმა მიიზიდა ამერიკის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის მთავარი – ფრენკ სკიფი. მან მოიგონა ახალი ტერმინი “flexiplace” – “მყარი სამუშაო ადგილი” მან გამოაქვეყნა სტატია გაზეთ “Washington Post” – ში სათაურით “სახლიდან მუშაობა ეკონომიას უკეთებს ბენზინს”. სამი წლის შემდეგ, 1982 წელს, კადრების მართვის კომპანია “Johnson & Johnson” – ის ყოფილმა კონსულტანტმა ჯილ გორდონმა ამერიკაში ჩაატარა პირველი ნაციონალური კონფერენცია ფრილანსზე. ორი წლის შემდეგ, 1984 წელს, ჯილმა დაიწყო ბიულეტენის გამოშვება – “Telecommunity Review”.

80-იანმა წლებმა ექსპერიმენტებში ჩაიარა. ჯეკ ნილესი და ჯილ გორდონი სწავლობდნენ ფრილანსს, ხელმძღვანელობდნენ პატარა პროექტებს. ჩვენთვის უკვე ცნობილი ფრენკ სკიფი დევიდ ფლემინგთან ერთად დაკავებული იყო პრაქტიკით – ისინი საზოგადოებაში ნერგავდნენ მუშაობის ახალ სტილს.

ასე რომ…

1. დარეგისტრირდით;
2. მოიძიეთ შეკვეთები;
3. მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში.

პატივისცემით,
freelancers.ge – ფრილანსერების სადისკუსიო ფორუმი 

Posted by beqosmith
Categories: Uncategorized
Tags: ,

One Response

  1. kamalademya - 23 Apr 2013 |

    http://muliview.webs.com/ generic levitra 10mg

სარეკლამო ადგილი